30 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი, ეს არის განგაშის საფუძველი - ამირან გამყრელიძე 

საქართველო კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის დაავადების წყაროს ვერ ადგენს. დაავადებათა კონტროლის ცენტრისთვის ეს განგაშის საფუძველია. მედიკოსებისთვის უცნობია იმ პირების ვინაობა, რომლებიც შესაძლოა ქუჩებში ამ წუთებშიც დადიოდნენ და ინფექციას ავრცელებდნენ.

"ძალიან მაღალი ალბათობით, გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი. არის ეს ხალხი ქვეყანაში, სადაც უკვე არის ნიშანი და არის განგაშის ნიშანი შიდა გადაცემისა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხს გადაედოთ დაავადება ვიღაცისგან, რომელიც არ არის იდენტიფიცირებული და ის ინფიცირებული ადამიანი დადის უკვე ქვეყანაში და ის უკვე სხვას გადასდებს. ამიტომ, თვითონ ეს ფაქტია უკვე ძალიან საყურადღებო და ვიტყოდი საგანგაშო," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

   

დღის ამბები