30 ნოემბერი 2024,   03:39
ვრცლად
კორონავირუსის საფრთხის გამო ოკუპირებული აფხაზეთი ე.წ ხელისუფლება მდინარე ფსოუზე რუსეთთან საზღვარს კეტავს

ოკუპირებული აფხაზეთი ე.წ ხელისუფლება მდინარე ფსოუზე რუსეთთან საზღვარს კეტავს. ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის ე,წ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ვალერი ბგანბას ბრძანებაშია ნათქვამი. მიზეზად კორონავირუსის გავრცელების შეკავება სახელდება.

როგორც ე.წ დოკუმენტშია ნათქვამი 2020 წლის აპრილამდე აფხაზეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეების და მოქალაქეების არმქონე პირების შესვლა შეზღუდულია,

გამონაკლისს წარმოადგენენ აფხაზეთში აკრედიტებული დიპლომატიური უწყებების თანამშრომლები, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს და  რუსეთის სამხედრო ბაზის სამხედრომოსამსახურეები, ასევე პირები, რომლებიც აფხაზეთში სამსახურეობრივ მივლინებაში იმყოფებიან და იმ სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები, რომლებიც  საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებს ახორციელებენ - ნათქვამია ე.წ ბრძანებაში.

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ საგარეო უწყებას დაევალა, რომ შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია რუსეთის ფედერაციას მიაწოდოს.

შეგახსენებთ, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა გუშინ საგანგებო მდგომარეობის ზომები დაამტკიცა. საგანგებო მდგომარეობა 20 აპრილამდე უნდა გაგრძელდეს.

დღის ამბები