30 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
ბოჭორიშვილის კლინიკიაში ლუგარის ლაბორატორიიდან 2 პაციენტის კვლევის შედეგებს ელოდებიან

ბოჭორიშვილის კლინიკიაში ლუგარის ლაბორატორიიდან 2 პაციენტის კვლევის შედეგებს ელოდებიან. სულ კლინიკაში მკურნალობას კორონავირუსით ინფიცირებული 5 პაციენტი განაგრძობს და ყველა მათგანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ამის შესახებ განცხადება კლინიკის ექიმ-ინფექციონისტმა განაცხადა. თამარ სოკოლოვის თქმით, კლინიკიდან უკვე გაეწერა 5 პაციენტი, რომელთაც COVID-19 არ დაუდასტურდათ.  

"მკურნალობას განაგრძობს 11 პაციენტი. აქედან ორის ანალიზი არის გაგზავნილი ლუგარის ცენტრში, ერთი ახლახანს შემოვიდა და შესაბამისად, აღებული არ არის ნაცხი. გვყავს 5 დადასტურებული პაციენტი, რომელთაც აქვთ COVID-19. შესაბამისად, ამათგან შემიძლია ვთქვა, რომ საშუალო სიმძიმის არის ყველა მათგანი. დღეს ჩვენგან გაეწერა 5 პაციენტი, რომელთაც გამოერიცხა COVID-19. ყველას თვითიზოლაციის დრო იყო გასული, შესაბამისად, ყველანი წავიდნენ ბინაზე," - განაცხადა აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ექიმი-ინფექციონისტმა, თამარ სოკოლოვმა.  

დღის ამბები