Covid-19-ით ინფიცირება ზუგდიდში მოთავსებულ პაციენტებს, მათ შორის, ერთი თვის ჩვილს, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
როგორც "კურიერს" დაავადებათა კონტროლის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელმა ანზორ ქობალიამ უთხრა, უარყოფითია როგორც ერთი ოჯახის წევრების, ასევე, მეხუთე პაციენტის პასუხი.
ამ დროისთვის ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით მამაკაცი მკურნალობს, რომელიც თურქეთიდან 20 მარტს ჩამოვიდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია.