30 ნოემბერი 2024,   03:44
ვრცლად
81 ინფიცირებული და 14 გამოჯანმრთელებული - როგორია COVID-19 -ით დაავადებული პაციენტების მდგომარეობა

საქართველოს მასშტაბით ინფიცირებულ პაციენტებს შორის ყველაზე მძიმე 5 პირის მდგომარეობაა. ხუთივეს ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა აქვს. მათ შორის არის 62 წლის ქალი, რომელიც მარნეულიდან თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გართულებული მდგომარეობით გადაიყვანეს. ამავე კლასტერიდან არის ინფიცირებული ფეხმძიმე ქალი, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საშუალო სიმძიმისაა ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 4 პაციენტი, მათ მდგომარეობას ასაკიდან გამომდინარე ართულებს ქრონიკული დაავადებები. ყველა მათაგანი მკურნალობას ექვემდებარება.

სტაბილურია ინფიცირებული 5 ბავშვის მდგომარეობა, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან.

სტაბილურია 2 წლის ბავშვის მდგომარეობაც, რომელიც მშობელთან ერთად თურქეთში იმყოფებოდა და ამჟამად ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია, დედას ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აქვს და მისი მონაცემებიც ლაბორატორიულად უარყოფითია. კლინიკაში ინფიცირებულ კიდევ 4 პაციენტს შორის, 2 მათგანს, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები არიან, პნევმონია აქვს. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 13 ინფიცირებული პაციენტია. ყველა მათგანის მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარება. დღეს სამედიცინო დაწესებულებაში კიდევ შეიყვანეს პაციენტი მარნეულიდან. 3 ახალშობილს მაღალი ტემპერატურა აქვს. მათი მონაცემები ლაბორატორიაში გადაგზავნილია. სამივე ინფიცირებული 62 წლის ქალის კლასტერიდანაა.

მარნეულიდან გადაყვანილ 5 სამხედროს კორონავირუსი არ დაუდასტურდა და ისინი რესპუბლიკური საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც საკარანტინო ზონის გარდა, მკურნალობას ინფიცირებული პაციენტებიც გადიან. ჰოსპიტალში ახალი კორონავირუსით 3 პირია მოთავსებული, ყველას მდგომარეობა სტაბილურია.

დღეს კორონავირუსი ორს დაუდასტურდა. მათ ევროპაში მოგზაურობის ისტორია აქვთ. ექიმების ინფორმაციით, ყველა მათგანი საკარანტინო ზონაში იმყოფებოდა და გართულებული მდგომარეობა არც ერთს არ აქვს.

დღის ამბები