30 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ 4 პირს COVID-19 არ დაუდასტურდა

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ 4 პირს COVID-19 არ დაუდასტურდა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

Covid-19-ით ინფიცირებული 7 პირი იმყოფება ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში. მათგან ერთის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, პაციენტი 70 წლის მამაკაცია. დანარჩენი 6 პირის მდგომარეობა კი სტაბილურია.
პაციენტები ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოსა და კლინიკა „მედალფაში“ არიან გადანაწილებული.

მეშვიდე შემთხვევა ბათუმში დღეს 30 წლამდე მამაკაცს დაუდასტურდა, ის ერთი კვირა კარანტინში იმყოფებოდა. მამაკაცს გერმანიასა და ესპანეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

აჭარაში 1 800-ზე მეტი პირი  საკარანტინო სივრცეში იმყოფება.

დღის ამბები