30 ნოემბერი 2024,   03:52
ვრცლად
თავდაცვის მინისტრმა მართვის ცენტრიდან ქართველ მშვიდობისმყოფელებს მიმართა

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მართვის ცენტრიდან ქართველ მშვიდობისმყოფელებს მიმართა. ირაკლი ღარიბაშვილი ვიდეოკონფერენციის საშუალებით ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიებში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა.

ბრიგადის გენერალმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ ავღანეთში პანდემიის გავრცელების კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ნატოს "მტკიცე მხარდაჭერის მისიის" ხელმძღვანელობამ უპრეცედენტოდ მკაცრი ზომები მიიღო.

ბაზებზე დახურულია სპორტული დარბაზები, სამხედროები იცავენ ორი მეტრის დისტანციას და შეზღუდულია ურთიერთობა უცხო პირებთან. 

დღის ამბები