30 ნოემბერი 2024,   03:37
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვები საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ გაიმართება

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვები საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ გაიმართება.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, აღნიშნული განხილვები დისტანციურ რეჟიმში მოხდება და ხალხთან კომუნიკაციისთვის მათი შეკრება არ იქნება აუცილებელი.

"ჩვენ ამაზე შეთანხმებული ვართ ოპონენტებთან. ამასთან დაკავშირებით, მათი თანხმობაც არის და აქედან გამომდინარე, კონსტიტუციას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

საგანგებო სიტუაციის მოხსნა არ ნიშნავს რისკების აღმოფხვრას, ამ რისკების გათვალისწინებით, ჩვენ გვაქვს გეგმა შემუშავებული, როგორ ჩატარდეს ორ ადგილზე, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში დისტანციურად საყოველთაო-სახალხო განხილვა," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები