30 ნოემბერი 2024,   03:41
ვრცლად
ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო ზონის გაძლიერებული და მკაცრი კონტროლი გრძელდება

ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო ზონის გაძლიერებული და მკაცრი კონტროლი გრძლდება.

ძირითად გზებზე საკონტროლო-გამშვები საგუშაგოების გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მობილური ჯგუფები მეორეხარისხოვან გზებსაც აკონტროლებენ.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად მუნიციპალიტეტების ქალაქებსა და სოფლებში ინტენსიურად ხორციელდება პატრულირება. 

"დავიწყეთ სასურსათო პაკეტების დარიგება როგორც სოციალურად შეჭირვებილი ოჯახებისთვის, ისე თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის და მარტოხელა პენსიონერებისთვის. მთლიანობაში, ამ სამი დღის განმავლბაში, 540-მდე ოჯახი მიიღებს დახმარებას. ვაგრძელებთ ვითარების კვლევას და საჭიროების შემთვევაში ეს სია გაგრძელდება,"- აცხადებს ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი.

სოციალური პაკეტების დარიგების პარალელურად, საკარანტინო რეგიონში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. 

"მიმდინარეობს 4 ერთეული სპეცტექნიკით  მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დამუშავება და უახლოეს სამ დღეში მუნიციპალიტეტი მთლიანად დამუშავებული იქნება. 

სპეცჯგუფები, ოჯახის ექიმებთნ ერთად, აგრძელებენ მუშაობას. ჯამში, 7 000-მდე მოქალაქეს ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება და საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს ვირუსის სიმპტომები არ აღმოაჩნდა,"- აღნიშნავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადაშვილი.

დღის ამბები