30 ნოემბერი 2024,   03:54
ვრცლად
არ არის საჭირო 10 კაციანი სუფრები, ვიყოთ იზოლაციაში და მერე მე დაგპატიჟებთ სუყველას, ვიმხიარულოთ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში მოსახლეობას თვითიზოლაციის დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და განაცხადა, რომ მთავარია კრიტიკულ ფაზაში შესვლის დრო გავახანგრძლივოთ.

"საშიშია, საფრთხილოა, თუ გვექნა დღეში 100, 200, 300 ახალი შემთხვევა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გავახანგრძლივოთ კრიტიკულ ფაზაში შესვლის დრო. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ,"- აღნიშნა გამყრელიძემ. 

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას სთხოვს, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავი შეიკავონ.

"ჯერ კიდევ არ არის სრულად დაცული სოციალური დისტანციები - ლისის ტბაზე, კუს ტბაზე. ზოგი იკრიბება ერთად. არ არის ეს ერთი თვე საჭირო სახლებში 10-20 კაციანი სუფრები, გვიყვარს ქართველებს, კი, რა სჯობია..  მერე, მე დაგპატიჟებთ და ერთად წვიდეთ სადმე, როცა დამთავრდება ეს ეპიდემია, სიამოვნებით, ვიმხიარულოთ. მაგრამ ეხლა, თვენახევარი, ორი თვე,  გავიჭირვოთ სუყველამ, ვიყოთ იზოლირებულები, განსაკუთრებით, ჩემი ასაკის ადამიანები. მე არ შემიძლია ახლა იზოლაციაში ყოფნა, საჭირო ვარ ჯერ, თორემ წავიდოდი მეც, კარგი სასტუმროებია საკარანტინო, მაგრამ არ შემიძლია," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

დღის ამბები