30 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
მცხეთა-მთიანეთსა და იმერეთის რეგიონში საწარმოები შეუფერხებლად მუშაობენ

მცხეთა-მთიანეთში მდებარე სასურსათო საწარმოები შეუფერხებლად მუშაობენ. მხარის რწმუნებულის ინფორმაციით, რეგიონში არსებული საწარმოები და სასურსათო მაღაზიები შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდნენ. შალვა კერესელიძე რომელიც დღეს ერთ-ერთ საწარმოში იმყოფებოდა ამბობს, რომ მარაგის ამოწურვის საფრთხე არ არსებობს.

საწარმოების მუშაობას გაეცნენ იმერეთის რეგიონის წარმომადგენლებიც. ზესტაფონის მეტალის ქარხანაში საწარმოო პროცესი არ გაჩერებულა და არც თანამშრომლებისთვის შეფერხდება ხელფასების გაცემა. ყოველდღიურად მიმდინარეობს მათი სამედიცინო შემოწმებაც. ასევე ყოველდღიური დეზინფექცია ტარდება ზესტაფონის აგრარულ ბაზარში.

დღის ამბები