30 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
"დარჩი სახლში" - კომპანიები მომხმარებელს დისტანციურად მიწოდების ყველა სერვისს ერთ სივრცეში -  prevencia.ge-ზე სთავაზობს

დღევანდელმა რეალობამ საზოგადოება პროდუქტების დისტანციურად შეძენის აუცილებლობამდე მიიყვანა. საგანგებო მდგომარეობის პირობებში ყოველდღიურად იზრდება იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომელიც მოსახლეობისთვის აუცილებელი და საჭირო ნივთების დისტანციურად მიწოდების სერვისს ნერგავს. საკვების სახლიდან გაუსვლელად შეძენა ახლა უკვე ქსელური მარკეტებიდანაც არის შესაძლებელი.

უკვე აქტიურად გადადის ონლაინ გაყიდვებზე ფარმაცევტული სექტორიც. ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე psp-მ დისტანციური მომსახურება თბილისის გარდა ქუთაისს, ბათუმსა და რუსთავშიც დანერგა. უახლოეს დღეებში სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ 25 ათასზე მეტი დასახელების პროდუქტის შეძენას ზუგდიდელებიც.

ტანსაცმელი, ტექნიკა სახელმწიფო სერვისები, დაზღვევა - სახლიდან გაუსვლელად საკვებისა და მედიკამენტების გარდა დამატებით კიდევ სხვა უამრავი პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და სავაჭრო ცენტრების დახურვის შემდეგ, ტექნიკის მაღაზიები პროდუქციის ონლაინ გაყიდვის უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდნენ. 

ყველა ის კომპანია, რომელიც მოსახლეობას საკუთარ პროდუქტს სახლიდან გაუსვლელად მიაწვდის ერთი ადამიანის ინიციატივით, ერთ სივრცეში მოექცა. ახალმა ონლაინ პლატფორმამ დისტანციური სერვისებისა, თუ პროდუქტების შესახებ ინფორმაციას თავი საიტზე "პრევენცია - ჯი" მოუყარა.

საიტზე ყოველდღიურად ახლდება ინფორმაცია ვირუსის გავრცელებისა და მისი არეალის შესახებაც.

გაითვალისწინეთ ყველა რეკომენდაცია, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, მეტი ყურადღებით და პასუხისმგებლობით ერთად ყველაფერი დაძლევადია - ახალმა პლატფორმამ საზოგადოებას ათასობით პროდუქციის ონლაინ შეძენის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ასობით ადამიანს სახლიდან გაუსვლელად სხვადასხვა ნივთის შეძენის საშუალება მისცა.

დღის ამბები