30 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევიდან ერთი ბათუმში, ერთი კი ზუგდიდში დადასტურდა

კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევიდან ერთი ბათუმში, ერთი კი ზუგდიდში დაფიქსირდა.

ბათუმელი ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცია და საქართველოში თურქეთიდან ბოლო 24 საათის განმავლობაში შემოვიდა.

საზღვრიდან ის პირდაპირ კარანტინში გადაიყვანეს, დღეს დილით კი საეჭვო სიმპტომებით ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, სტაბილურია.

აჭარაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კორონავირუსით ინფიცირებული 6 პაციენტი იმყოფება.

რაც შეეხება ზუგდიდში დაფიქსირებულ შემთხვევას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებული 67 წლის მამაკაცია, რომელიც, ასევე თურქეთიდან ჩამოვიდა, 20 მარტს.

პაციენტი ზუგდიდის ინფექციურ საავდმყოფოშია მოთავსებული.

დღის ამბები