30 ნოემბერი 2024,   03:57
ვრცლად
მარნეულში 15 ათასი შემოწმებული ადამიანიდან ტემპერტურა 4-ს აღმოაჩნდა

ქვემო ქართლის გუბერნატორის, შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, მარნეულში 15 ათასი ადამიანი შემოწმდა, ტემპერატურა კი მათგან მხოლოდ 4-ს აღენიშნებოდა. მისი თქმით, ამ 15 ათასში ბოლნისის მონაცემები არ არის შესული, რადგან მონაცემები მოგვიანებით იქნება ცნობილი.

"15 ათასი ადამიანი შემოწმდა დღეს. ბოლნისში 15 ბრიგადა მუშაობს, მათი შედეგები ცოტა გვიან მექნება და ამიტომ ვერ გაწვდით, ანუ არ ითვლება ბოლნისის აქტივობა ამ 15 ათასში. 15 ათასიდან 4 იყო ტემპერატურით, გადამოწმდა ყველაფერი და არ არის სიმპტომატიკა, მაგრამ თუ იქნებოდა ასეთი საჭიროება, 1.5 საათში თბილისში გადავგზავნიდით და მივიღებდით შედეგს, ან დადებითს, ან უარყოფითს,"- განაცხადა 

როგორც მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა განაცხადა, მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე, არანაირი პრობლემა არ დგას.

"15 ათასი ადამიანიდან სულ 4-ს ჰქონდა სიცხე. აქედან, 2-ს ჰქონდა სხვა სახის სიმპტომები, გადავიყვანეთ ჰოსპიტალში. ეს დღის შედეგია. ვაგრძელებთ მოსახლეობისთვის სურსათის დარიგებას. სტაბილურად, ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება მარნეულელების ცხოვრება. არანაირი სერიოზული პრობლემა, ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტში არ დგას, არცერთი მიმართულებით. თვითიზოლაციის, წესების დარღვევის სერიოზული შემთხვევები არ ყოფილა,"-განაცხადა ზაურ დარგალმა.

დღის ამბები