30 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
3 პაციენტი მძიმეა, 10 პაციენტზე ჩატარებული ტესტები კი უარყოფითი - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ, დაინფიცირებული პაციენტების შესახებ ბოლო მონაცემებზე ისაუბრა. 

"არსებული სიტუაციით 10-მა პაციენტმა ჩაიტარა ტესტი, მაგრამ ყველა უარყოფითი იყო. ყველა პაციენტზე შემოსვლისთანავე ტარდება კლინიკური მონაცემები და მიღებული შედეგები ამის შემდეგ ფასდება. 

არსებული სიტუაციით, გვყავს 3 მძიმე პაციენტი, გუშინდელი დადასტურებული პაციენტი მოთავსებულია ჩვენს ცენტრში და მისი მდგომარეობა სტაბილურია," - აცხადებს ეზუგბაია.

რაც შეეხება პაციენტს, რომელსაც სეფსისი აქვს, ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ  სეფსისი არის დაავადების ერთ-ერთი პროგრესის მაჩვენებელი, ისევე როგორც პნევმონია. 

"სეფსისი არის დაავადების ერთ-ერთი პროგრესის მაჩვენებელი, ისევე როგორც პნევმონია. თუ პროცესი მართული იქნება და არ მოხდება მდგომარეობის დამძიმება, მაშინ შიძლება ვთქვათ, რომ ასეთი პაცინეტების მდგომარეობა სტაბილური იქნება," -  აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ყურადღება გაამახვილა ახალშობილ ბავშვის ზოგადი მდგომარეობაზეც.

"ახალშობილ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ველოდებით ვირუსზე ნეგატიურ პასუხს"- აცხადებს ეზუგბაია. 

დღის ამბები