30 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
კორონავირუსის ტესტები უკვე მარნეულშია

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მარნეულში COVID 19-ის დასადგენი სწრაფი ტესტები ჩაიტანა. 

ამასთან, ცოტა ხნის წინ ჩინეთში საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ტესტები, რომლითაც კორონავირუსსა და სხვა რესპირატორულ ვირუსებს გამოავლენენ, უკვე საქართველოშია. ამის შესახებ ელჩი სოციალურ ქსელში წერს.

"სიჩუანის პროვინციის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ნაჩუქარი, 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების კორონა ვირუსისა და სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენი ტესტები, შესაბამისი აღჭურვილობით და აპარატურით უკვე თბილისშია," - წერს კალანდია. 

დღის ამბები