30 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
პაციენტი N4 საავადმყოფოდან გაეწერა - COVID 19-ით ინფიცირებული მე-10 პაციენტი უკვე სახლშია

COVID 19-ის ინფექციისგან გამოჯანმრთელებულმა მე-10 პაციენტმა თბილისის ინფექციური საავადმყოფო უკვე დატოვა. პაციენტი ნომერი 4, 44 წლის მამაკაცი, რომლის მდგომარეობაც მძიმე იყო და რომელიც ვირუსით იტალიაში დაინფიცირდა, უკვე სახლშია. ის საავადმყოფოში 20 დღის განმავლობაში მკურნალობდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში COVID 19-ით ინფიცირების 73 ფაქტი დადასტურდა. ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანია, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 252. ამასთან, კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 10-მა პაციენტმა დაამარცხა. 

დღის ამბები