30 ნოემბერი 2024,   03:51
ვრცლად
ტაქსის მძღოლები შემოსავლის გარეშე არ დარჩებიან - ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრი ვარაუდობს, რომ ტაქსის მძღოლები შემოსავლის გარეშე არ დარჩებიან. "ღამის კურიერის" წამყვანი დაინტერესდა, რა ბედი ელით იმ ტაქსის მძღოლებს, ვისაც მანქანა ავტოლიზინგით ჰყავთ გამოყვანილი და კომპანიებისთვის გადასახადის გადახდას ვერ ახერხებენ. ნათია თურნავა ვარაუდობს, რომ  საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვა ტაქსზე მოთხოვნას გაზრდის.

"დარგობრივი და სექტორული შეღავათებიდან გადავდივართ ზოგადი სტიმულირების პაკეტზე, რადგან სულ უფრო მეტი ადამიანი ზარალობს და ვეღარ ჩავკეტავთ ვიწრო სექტორში, რომ დავეხმაროთ, მაგალითად, მხოლოდ სასტუმროს, ან მხოლოდ რესტორანს, ან ტაქსის მძღოლებს.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაყვანები გვაქვს შეჩერებული და მუნიციპალური ტრანსპორტი ნაწილობრივ არის გაჩერებული. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში გაიზრდება ტაქსზე მოთხოვნა და არ დაკარგავენ შემოსავლებს, მე ამაში დარწმუნებული ვარ. უბრალოდ, ტაქსის მძღოლებმა უნდა დაიცვან კონკრეტული წესები, იზრუნონ მგზავრებზე და მგონია, რომ გამოსავალიც მოიძებნება,“ - განაცხადა თურნავამ.

დღის ამბები