30 ნოემბერი 2024,   03:45
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსის პირველი მსხვერპლი ლარია - რომან გოცირიძე

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ქვეყანა ფინანსურ კრიზისს მსოფლიოში ყველაზე მეტად მოუმზადებელი შეხვდა.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ვალუტას კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური კრიზისი მცირედ შეეხო, მაშინ, როდესაც ქართული ლარი მექსიკურ პესოსთან ერთად, მსოფლიოში ყველაზე მეტად გაუფასურდა.

რომან გოცირიძის მოსაზრებით, მიზეზი, რის გამოც ლარი დევალვაციაში მსოფლიო ლიდერი აღმოჩნდა, ქვეყანაში არსებული არასწორი ეკონომიკური სტრატეგიისა და ეროვნული ბანკის არასწორი პოლიტიკის შედეგია.

რომან გოცირიძე გამოსავალს ანტიკრიზისულ ბიუჯეტის შემუშავებაში ხედავს, სადაც ყველა არააუცილებელი ხარჯი გაიფილტრება.  ამასთან, დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეროვნულმა ბანკმა რეზერვების გონივრულად ხარჯვა, ხოლო,  ხელისუფლებამ მსოფლიო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.

დღის ამბები