30 ნოემბერი 2024,   03:57
ვრცლად
მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობას სპეციალურად დაბეჭდილი საგაზეთო გამოცემები გადაეცემათ

მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარებით "ვრასტანისა" და "გურჯისტანის" სპეციალურად დაბეჭდილი საგაზეთო გამოცემები გადაეცემათ.  რომელიც COVID-19-ის შესახებ ინფორმაციას მოიცავს, მასში მოყვანილია რეკომენდაციები, ინსტრუქციები და წესები კორონავირუსის პრევენციისა და გავრცელების შეკავების შესახებ:

"რეკომენდაციების დაცვა არის ყველას პასუხისმგებლობა, არამხოლოდ საკუთარი ახლობლების, ოჯახის წევრების წინაშე, არამედ მთელი ქვეყნის წინაშე. ამ გაზეთებში ყველა ეს რეკომენდაცია, ასევე პრემიერის მიმართვაა,"- განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა.

დღის ამბები