30 ნოემბერი 2024,   03:39
ვრცლად
ჩაკეტილი ბოლნისი და მარნეული - კორონავირუსის გამო 162 000 ადამიანი მკაცრი კარანტინის პირობებში მოექცა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი უკვე მეორე დღეა, კარანტინში ცხოვრობს. ახალი კორონავირუსული ინფექციის, COVID 19-ის მასშტაბური გავრცელების პრევენციისთვის ორ მუნიციპალიტეტში განსაკუთრებულ ზომები მოქმედებს.

ვირუსის გამო, დაახლოებით, 162 000 ადამიანი მკაცრი კარანტინის პირობებში მოექცა. აქედან, მარნეულში თითქმის 107 000 ადამიანი ცხოვრობს. მაღალი ეპიდაფეთქების რისკის გამო სწორედ ეს ჩაკეტილი რეგიონი იქნება პირველი მუნიციპალიტეტი, სადაც სახელმწიფო ვირუსის დასადგენად სწრაფ ტესტებს გამოიყენებს.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მომარაგებაც უსაფრთხოების სპეციალური წესების დაცვით ხდება. სოფლის მეურნეობის მინისტრი, როგორც პასუხისმგებელი, ირწმუნება, რომ იზოლირებული მოსახლეობის სურსათითა და სხვა პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის პროცესი უწყვეტია.

აკრძალვების ჩამონათვალი, შესაძლოა, გაიზარდოს. ამასთან, დღევანდელი გადაწყვეტილებით, მკაცრი რეჟიმის ქვეშ მყოფ მუნიციპალიტეტებში მთავრობამ, შესაძლოა, დაუშვას ისეთი ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც ღია სივრცეში ხდება.

დღის ამბები