30 ნოემბერი 2024,   03:49
ვრცლად
ლისის ტბის ადმინისტრაცია საზოგადოებას მოუწოდებს შექმნილი ვითარების გამო ლისზე სტუმრობისგან თავი შეიკავონ

ლისის ტბის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას მოუწოდებს თავი შეიკავონ ტბაზე სტუმრობისგან.

"ლისის ტბის ადმინისტრაცია გთხოვთ გამოიჩინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და თავი შეიკავოთ ლისის ტბაზე სტუმრობისგან, ქვეყანაში COVID-19 ვირუსის მიზეზით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში.

შესაძლოა თქვენ ოჯახის მხოლოდ 2-3 წევრთან ერთად სტუმრობთ ტბას, მაგრამ, საბოლოო ჯამში რეკრეაციულ ზონაში ხალხის საკმაოდ დიდი რაოდენობა იყრის თავს, ამით კი საფრთხე ექმნება თქვენს და გარშემომყოფების ჯანმრთელობას," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები