30 ნოემბერი 2024,   03:41
ვრცლად
პაციენტი ნომერი 50 და მკაცრი კარანტინის პირველი დღე - ბოლნისი და მარნეული სრულად ჩაიკეტა

პაციენტი ნომერი 50 და კარანტინის პირველი დღე საქართველოს ორ მუნიციპალიტეტში. საბედისწერო დადასტურებული შემთხვევა საქართველოსთვის, რომელმაც მთლიანად ჩაკეტა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები.

სიტუაციას ზონაში ორი ძალოვანი უწყება: შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები აკონტროლებენ. რეგიონის ძირითად გზებზე მოქმედებს 12 გამშვები საგუშაგო, სრულ კონტროლზეა აყვანილი ე.წ. მეორეხარისხოვანი გზებიც.

ქვეყანა შიდა გავრცელების ეტაპზე გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შემთხვევები ყოველდღე მნიშვნელოვნად მოიმატებს.

ხელისუფლება მოუწოდებს ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და შეასრულონ მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციები.

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში კარანტინში ამჟამად 13 პაციენტია მოთავსებული.

"80 ადამიანი შემოწმდა, არავითარი სიმპტომი არ დადასტურდა. ერთადერთს აქვს სიცხე და თვითიზოლაციაშია გადაყვანილი, გაიხსნა საკარანტინო სივრცეები და იქ არიან ჩარჩენილი ჩვენი მოქალაქეები, აქ საუბარია 13 ადამიანზე,"- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

დღის მეორე ნახევრიდან, რაც მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება აზერბაიჯანულ ენაზე დაიწყო, მოსახლეობის ნაწილი დღის პირველი ნახევრისგან განსხვავებით წესებს დაემორჩილა და მიმოსვლა მკვეთრად შემცირდა.

დღის ამბები