30 ნოემბერი 2024,   03:50
ვრცლად
ადგილი ჰქონდა ჩვენთვის სამწუხარო გაუგებრობას, ამ წუთისათვის ჩვენი მხრიდან ყველა ხარვეზი აღმოფხვრილია -"ჯორჯიან ეარვეისი"

"ჯორჯიან ეარვეისი" განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ადგილი ჰქონდა მცირე ხარვეზებს, თუმცა ეტაპობრივად, ყველა პრობლემა აღმოიფხვრება.

"ვაცხადებთ, რომ ადგილი ჰქონდა ჩვენთვის სამწუხარო გაუგებრობას, ამ წუთისათვის ჩვენი მხრიდან ყველა ხარვეზი აღმოფხვრილია.

გარწმუნებთ, რომ "ჯორჯიან ეარვეისის" ერთ მუშტად შეკრული კოლექტივი, როგორც ყოველთვის დარჩება საქართველოს მთავრობის და ხალხის გვერდში, იმოქმედებს საგანგებო სიტუაციის მოთხოვნებითა და წესებით.

მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანია უმძიმეს პირობებში იმყოფება, ჩვენ მზად ვართ საკუთარი ხალხის უსაფრთხოებისათვის შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ."-ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე "ჯორჯიან ეარვეისზე" ისაუბრა და განაცხადა, კომოპანიის დირექტორი ელოდება მდგომარეობას, როდესაც მათ მეტ ფულს გადაუხდიან. 

გიორგი გახარიამ ასევე განაცხადა, რომ შექმნილი მდგომარეობიდან დივიდენდებს არავინ უნდა ელოდოს.

დღის ამბები