30 ნოემბერი 2024,   03:50
ვრცლად
ქრონიკული დაავადების მქონე 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს მედიკამენტებს "საქართველოს ფოსტის" კურიერები მიუტანენ

დღეიდან, საქართველოს მთავრობის დავალებით, კომპანია "საქართველოს ფოსტის" კურიერებმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის, რომლებიც ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სამთავრობო პროგრამაში არიან ჩართული, კუთვნილი მედიკამენტების სახლში მიტანის სერვისი დაიწყეს.

მედიკამენტებთან ერთად პენსიონერებმა ასევე მიიღეს ადგილობრივი წარმოების პირბადეები, რომლებიც მთავრობის დაკვეთით კერძო სამკერვალო საწარმოებმა დაამზადეს. 

ჯანდაცვის სამინისტრომ "საქართველოს ფოსტას" გადასცა ინდივიდუალური დანიშნულება ელექტრონული რეცეპტის სახით, ხოლო ფოსტის კურიერებმა ბინაზე მედიკამენტების მიწოდება დაიწყეს. 

დღის ამბები