30 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს საგანგებო სხდომა დაინიშნა

"კურიერის" ინფორმაციით, ამ წუთებში, მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭო იკრიბება. შეხვედრა, სავარაუდოდ, პრემიერთან იმართება. 

რატომ გახდა აუცილებელი საკოორდინაციო საბჭოს საგანგებო სხდომის ჩანიშვნა, ჯერჯერობით, უცნობია. 

"კურიერის" კამერამ დააფიქსირა, რომ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე მივიდნენ.

დღის ამბები