30 ნოემბერი 2024,   03:37
ვრცლად
ქუთაისში გუშინ მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია

ქუთაისში გუშინ მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია. რეფერალური კლინიკის დირექტორის ირაკლი გოგინავას ინფორმაციით, მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა.

მისივე ინფორმაციით, პაციენტს გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა, მას ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. 

გუშინ თაბუკაშვილის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს. პოლიციამ ცხელკვალზე მრავალჯერ ნასამართლევიპირი დააკავა.

დღის ამბები