30 ნოემბერი 2024,   03:57
ვრცლად
განვიხილეთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობა - გიორგი გახარია

უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობაზე ისაუბრეს, ამის შესახებ სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. 

"ჩვენ განვიხილეთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობა ქვეყნის მასშტაბით. დღეის მდგომარეობით ასეთი აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა პრეზიდენტთან შეთანხმებით გადავწყვიტეთ, როგორც კი ამისი აუცილებლობა დადგება, ჩვენ შევძლებთ რამდენიმე საათის განმავლობაში ამ გადაწყვეტილების მიღებას, შემდეგ - აღსრულებას. 

ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ ხვალ, ზეგ, მაზეგ - როგორც კი ასეთი აუცილებლობა დადგება, როგორც კი ჩვენი მედიკოსები გვეტყვიან, რომ ვირუსის გვარცელების შემდგომი შეჩერების მიზნით ეს გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული," - აღნიშნა გახარიამ. 

მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის წევრები სრული შემადგენლობით იყვნენ შეკრებილი: ძალოვანი მინისტრები, ეკონომიკური გუნდი, ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები, სხდომას ასევე ესწრებოდა პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი.

დღის ამბები