30 ნოემბერი 2024,   03:36
ვრცლად
აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დროებით იხურება - პრემიერის საგანგებო ბრიფინგი

კორონავირუსის გავრცელების შეფერხების მიზნით, საქართველოში ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, ბენზინგასამართი ქსელისა, საფოსტო გზავნილების ქსელისა და საბანკო განყოფილებებისა. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მთავრობის მეთაურის თქმით,  ეს არის  მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის მიღებული აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც იქნება დროში შეზღუდული, მაგრამ აუცილებელი იმისთვის, რომ ვირუსის შიდა გადაცემა შეფერხდეს.

"ყველა სავაჭრო ობიექტი ქვეყნის მასშტაბით გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, ბენზინგასამართი ქსელისა, საფოსტო გზავნილების ქსელისა და ასევე საბანკო განყოფილებებისა უნდა იყოს დახურული იმისთვის, რომ ქვეყანაში სოცილური დისტანციის დაცვის და მობილურობის ხარისხი შევზღუდოთ, ეს იქნება დროში შეზღუდული, ეს არის აუცილებელი ნაბიჯი, რომ ჩვენ ვირუსის შიდა გადაცემა შევაფერხოთ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები