30 ნოემბერი 2024,   03:32
ვრცლად
კორონავირუსთან ბრძოლის 22-ე დღე - პაციენტი #39-ის მდგომარეობა მძიმეა

კორონავირუსთან ბრძოლის 22-ე დღეს, საქართველოში ვირუსით ინფიცირების ყველაზე მძიმე ფორმა დაფიქსირდა. პაციენტი #39 - 80 წელს გადაცილებული ქალია, რომლის სიცოცხლისთვისაც ინფექციური საავადმყოფოს ექიმები უკვე რამდენიმე დღეა იბრძვიან. ასაკოვანი ქალის სხვა ავადობა, COVID-19-ის ფორმას კიდევ უფრო ამძიმებს. მისი დაინფიცირების წყარო იტალიიდან შემოსული ადამიანია, რომელიც ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობს

კორონავირუსს მძიმე ავადმყოფობით ებრძვის კიდევ ერთი ასაკოვანი პირი. მისთვის საბედისწერო 11 მარტის შეკრება აღმოჩნდა. ამ ქალს კორონავირუსი საეჭვო წყაროსთან პირდაპირი კონტაქტიდან მე-7 დღეს დაუდასტურდა. ე.წ მესამეული გადაცემით ინფიცირებული ამ დრომდე თვითიზოლაციაში იყო, ლაბორატორიულად დადასტურებული დადებითი პასუხის შემდეგ კი მისი ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა.

იმისთვის, რომ ერთი კონკრეტული ფაქტი არ გახდეს დაახლოებით 100-მდე ადამიანის დაინფიცირების ახალი წყარო, სპეციალისტები აქტიურად მუშაობენ. დადგენილია ყველა ადამიანი, რომელიც 11 მარტს იმავე სივრცეში იმყოფებოდა, სადაც დღეს უკვე კორონავირუსის დადებითი სტატუსის მქონე პირები. მათზე თვითიზოლაციის პირობებში მუდმივი კონტროლი ხორციელდება.

დაინფიცირებული პაციენტებიდან 14-ს პნევმონია აქვს. მდგომარეობის გართულების პარალელურად, ყოველდღიურად იზრდება რისკიც, რომ ქვეყანაში გავრცელების არეალი გაიზარდოს და ე.წ.მეოთხეული გადაცემა გააქტიურდეს.

მძიმე პაციენტების და არამხოლოდ მათ სამკურნალოდ ქართული ჯანდაცვის სისტემა მსოფლიო ქვეყნების გამოცდილებით პრეპარატ "რემდესივირს" გამოიყენებს. ანტივირუსული მედიკამენტი კომპანია გილიარდმა ებოლას ეპიდაფეთქების დროს შექმნა.

სამკვირიან ბრძოლას საქართველოში დადასტურებით 1 პოზიტიური შედეგი აქვს. 2 პაციენტი კი განმეორებითი ტესტირების პასუხს ელოდება. უარყოფითი პასუხის შემდეგ ისინი თვითიზოლაციაში გადავლენ.

დღის ამბები