30 ნოემბერი 2024,   03:37
ვრცლად
ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ასაკოვანი ქალის მდგომარეობა პროგნოზულად სერიოზული და მძიმეა - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით მათ კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით დაავადებული ასაკოვანი ქალის მდგომარეობა სერიოზული და მძიმეა:

"ეს ქალბატონი თავის რისკების გამო არის პროგნოზულად სერიოზული და მძიმე, მას ასაკთან ერთად აქვს მძიმე ნევროლოგიური დაავადება, ამ ქალბატონთან მიუხედავად დაწყებული სწორი ადეკვატური მკურნალობისა, მოსალოდნელია დაავადების გართულება და შესაძლებელია ცუდი პროგნოზული გამოსავალი, ვიმედოვნებთ, რომ შეიძლება ამას გადავრჩეთ,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიამ ასევე ისაუბრა იმ 2 პაციენტზეც, რომელთა მდგომარეობაც ასევე მძიმედ ფასდება:

"დანარჩენი 2 პაციენტის მდგომარეობა, რომლებზეც ვლაპარაკობთ რომ რთული პაციენტებია, მათი მდგომარეობა სტაბილურია დინამიკაში არც პროგრესირება და არც გაუარესება არ შეინიშნება, თუმცა არსებული რისკების გათვალისწინებით შესაძლებელია გვქონდეს დაავადების გართულებები და გართულებასთან ერთად გამოსავალიც იყოს პროგნოზულად ცუდი, მაგრამ ვფიქრობთ რომ დიდი ალბათობით არ მოხდება ასე,"- აღნიშნა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა.

მარინა ეზუგბაიას თქმით, სტაბილურია ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული არასრულწლოვნების მდგომარეობა.

დღის ამბები