30 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
დღეს დილით აღებული 10 ტესტიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდგინდა - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღეს დილით აღებული 10 ტესტიდან კორონავირუსი არცერთ პაციენტს არ დაუდგინდა.

ამ დროისთვის ლუგარის ლაბორატორიიდან 15 პაციენტის პასუხს ელოდებიან, რომელიც გვიან ღამით გახდება ცნობილი.

"ჩვენ დილას ვთქვით, რომ 9 პაციენტის ტესტირებაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ვიდრე ნიმუშის აღება დასრულდა, მეათეც შემოგვემატა. დილით 10 პაციენტიდან აღებული ცხვირ-ხახის ნაცხი ტესტირებაზე ყველა უარყოფითია.

დღის განმავლობაში, მეორე ეტაპად შემოსული 15 პაციენტის ტესტი გვაქვს აღებული, რომლის პასუხიც ხვალ იქნება ცნობილი,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისი ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი არასრულწლოვანი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. 

დღის ამბები