30 ნოემბერი 2024,   03:52
ვრცლად
მადლიერების ტაში თბილისში - ევროპის შემდეგ საქართველო მედპერსონალს მადლობას უხდის

მადლიერების ტაში თბილისში - ევროპის შემდეგ საქართველოც მედპერსონალს მადლობას უხდის.

ზუსტად 21 საათზე ადამიანებმა, რომლებიც რეკომენდაციებს ასრულებენ და სახლების დატოვებას ერიდებიან, საკუთარი სახლებიდან ექიმები ტაშით გაამხნევეს.

ამ ფორმით მოსახლეობა მადლობას უხდის ექიმებს, ექთნებს და იმ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც 24/7-ზე COVID-19-ით ინფიცირებულ ადამიანებს ეხმარებიან.

"მადლიერების ტაშით ჩვენ გვინდოდა გამოგვეხატა მედპერსონალის მიმართ პატივისცემა იმ დაუღალავი შრომისთვის, რომელსაც ისინი ეწევიან უკვე 26 თებერვლიდან კორონავირუსის დასამარცხებლად. ჩვენ გვესმის, რომ ექიმები შინ ვერ დარჩებოდნენ. სწორედ 24 საათის მანძილზე ისინი მუშაობენ კორონავირუსის დასამარცხებლად და მოდით ნუ გავურთულებთ მათ ამ საქმეს და დიდი ნაწილი მაინც, ვისაც შეგვიძლია, რომ დროებით სახლში დავრჩეთ და არ არის აუცილებლობა იმისა, რომ გარეთ გამოვიდეთ, ამითი ხელი არ შევუწყოთ ინფექციის გავრცელებას," - აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გოგა ჩანადირი.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისადმი მადლობის აქციას ქუთაისიც შეუერთდა. მოსახლეობამ მედიცინის წარმომადგენლები ტაშით გაამხნევა და გაწეული შრომისთვის მადლობა ამ ფორმით გამოხატა.

"მადლობა, ექიმებს და ზოგადად, ამ სფეროს წარმომადგენლებს. ისინი 24 საათის განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობენ ვირუსის წინააღმდეგ და ზრუნავენ ადამიანებზე. ქუთაისი შეურთდა ამ აქციას და მადლობა ტაშით გამოვხატეთ, იცოდნენ, რომ ვაფასებთ მათ"- განაცხადეს ადგილობრივებმა.

დღის ამბები