30 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
გურიის რეგიონში კორონავირუსის გამო თვითიზოლაციას 76 ადამიანი გადის

დღეისთვის გურიის რეგიონში კორონავირუსის გამო თვითიზოლაციას 76 ადამიანი გადის. მათგან ოზურგეთში 27 მოქალაქე იმყოფება, ხოლო კარანტინში, საერთო ჯამში 14 ადამიანი გადაიყვანეს.

ლანჩხუთში თვითიზოლაციას 40 ადამიანი, ხოლო ჩოხატაურში 9 ადამიანი გადის, რაც შეეხება კარანტინს, ჩოხატაურიდან ბათუმის საკარანტინო ზონაში 3 ადამიანი, ხოლო ჩოხატაურიდან 1 ადამიანი გადაიყვანეს.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების უფროსმა არჩილ მჟავიამ განაცხადა, კარანტინში გადაყვანის მიზეზი ხშირად ისიც ხდება, რომ მოქალაქეს თვითიზოლაციისთვის საჭირო პირობები არ აღმოაჩნდება ხოლმე. აღსანიშნავია, რომ გურიის რეგიონში თვითიზოლირებულ ადამიანთაგან გაციების ან ვირუსის სიმპტომატიკა არცერთს არ აღენიშნება.

დღის ამბები