30 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
გერმანიიდან ჩამოსულმა მამაკაცმა ბათუმში წასვლა სცადა - ის იძულებით კარანტინში გადაიყვანეს

მარტვილიდან იძულებით კარანტინში ერთი ადამიანი გადაიყვანეს.

მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის როზა ჯანაშიას ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც გერმანიიდან 11 მარტს ჩამოვიდა, ბათუმში თვითნებურად წასვლა სცადა, თუმცა სამართალდამცავებმა ის კარანტინში, დაახლოებით, ერთი საათის წინ წაიყვანეს.

"ერთხელ დაარღვია წესი და მეორედაც ცდილობდა, მაგრამ ახლა უკვე იძულებით კარანტინშია გადაყვანილი. რაც შეეხებათ სხვებს, 15 მოქალაქე რჩება თვითოზოლაციაში, არცერთ მათგანს სიმპტომები არ აქვს,"-უთხრა "კურიერს" ჯანაშიამ.

სულ სამეგრელოდან კარანტინში 10 ადამიანია გადაყვანილი, მათი ნაწილი საკუთარი სურვილით, ნაწილი იძულებით, ნაწილი საკარანტინო სივრცეში აეროპორტიდან წაიყვანეს.

დღის ამბები