30 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
რესპუბლიკური საავადმყოფოდან 11 პაციენტი გაწერეს

საეჭვო პაციენტების შემთხვევაში, ჯერჯერობით, კორონავირუსის ფაქტი არ დადასტურებულა. დღეს კი, რესპუბლიკური საავადმყოფოდან 11 პაციენტი უკვე გაწერეს. 

"დილისათვის იყო 44 და დღის განმავლობაში კლინიკა დატოვა 11-მა ადამიანმა. აქედან 1 ბინაზე გაეწერა, რადგან ყველანაირი ვადა გაუვიდა დაკვირვების, დანარჩენი 10 კი თვითიზოლაციაში გადავიდა. 

დანარჩენი პაციენტები კი, რომლებიც ამჟამად არიან რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამასთან, იმ სამი პაციენტის ტესტის პასუხი, რომელსაც გუშინ ველოდებოდით, ნეგატიური მოვიდა," - განაცხადა ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა - რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, ლევან გოფოძემ. 

დღის ამბები