30 ნოემბერი 2024,   03:54
ვრცლად
შიდა ქართლის რწმუნებულმა საკვები ობიექტების დახურვის რეკომენდაცია გასცა

სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის მხარეში საკვებ ობიექტებს დახურვის რეკომენდაცია მისცა. დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი ხოჯევანიშვილმა დაწვრილებით ისაუბრა კორონავირუსის გავრცელების გამო მხარეში შექმნილ ვითარებაზე და გავრცელების შეკავების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე.

მისი განცხადებით, დახურვის რეკომენდაცია მიეცა საკვებ ობიექტებს, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, როგორც ქალაქში ასევე რაიონის მიმართულებით და საქალაქთაშორისო რეისებზე შეიზღუდება.

დისტანციურ მუშაობაზე გადადის მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სამსახურების უმრავლესობა, ხოლო ახალგაზრდა თანამშრომლები, რომლებიც რისკჯგუფს არ წარმოადგენენ, მოხალისეებს გადამზადდებიან.

დღის ამბები