30 ნოემბერი 2024,   03:41
ვრცლად
კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას გაეცანით დღეში ერთხელ, ან ორჯერ - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსის პირობებში ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის თაობაზე WHO-ს რეკომენდაციებს ავრცელებს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, მოსახლეობამ თავი აარიდოს იმგვარი ახალი ამბების ყურებას, რომელიც შფოთვას მაღლა სწევს და ინფორმაცია მხოლოდ პრაქტიკული თვალსაზრისით, თავდაცვის მიზნით მოიძიოს.

WHO თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ურჩევს ივარჯიშონ, შეინარჩუნონ ძილის ჩვეული რუტინა და იკვებონ ჯანსაღად. 

"თავი აარიდეთ იმგვარი ახალი ამბებისა თუ გადაცემების ყურებას, რომელიც თქვენში შფოთვას მაღლა წევს. ინფორმაცია, ძირითადად, მოიძიეთ იმ მიზნით, რომ განახორციელოთ პრაქტიკული ნაბიჯები თქვენი და თქვენს გარშემო მყოფი ადამიანების თავდაცვის თვალსაზრისით. ეძიეთ განახლებული ინფორმაცია დღეში ერთხელ, ან ორჯერ. უეცარი და თითქმის უწყვეტი ახალი ამბების ნაკადი ვირუსის გავრცელებაზე ნებისმიერს შეაშფოთებს. გაამახვილეთ ყურადღება ფაქტებზე. შეაგროვეთ ინფორმაცია რეგულარული ინტერვალებით, ჯანმო-ს ვებგვერდიდან და სხვა ავტორიტეტული და სანდო პლატფორმებიდან - იმისთვის, რომ ფაქტები ჭორებისგან განასხვავოთ.

ეცადეთ გააზიაროთ პოზიტიური ამბები (მაგალითად - გამოჯანმრთელების თაობაზე) და პოზიტიური იმიჯები ადგილობრივი ადამიანებისა, რომლებმაც გამოიარეს დაავადება და გამოჯანმრთელდნენ, ან მათი, ვინც თავის ახლობლებს თანადგომას უწევს.
აღნიშნეთ იმ ადამიანების ღვაწლი, ვინც ეხმარება დაინფიცირებულ ადამიანებს და ზრუნავს თემის/საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვაზე.

მათთვის, ვინც იზოლაციაშია​: დარჩით დაკავშირებული თქვენს სოციალურ გარემოსთან. იზოლაციაშიც კი, შეეცადეთ რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ თქვენი პირადი საყოველდღეო ჩვეული რუტინა. თუ რეკომენდირებულია, რომ ფიზიკური კონტაქტი შეზღუდოთ რათა გადადების საფრთხე შემცირდეს, თქვენ შეგიძლიათ იყოთ დაკავშირებული სოციალური ქსელების, იმეილის, ვიდეო-კონფერენციებისა და ტელეფონის საშუალებით.
სტრესის დროს, მიაქციეთ ყურადღება თქვენს საკუთარ საჭიროებებსა და გრძნობებს. ჩაერთეთ ჯანსაღ აქტივობებში, რომელიც გსიამოვნებთ და მარელაქსირებელია. ივარჯიშეთ, შეინარჩუნეთ ძილის ჩვეული რუტინა, იკვებეთ ჯანსაღად,"- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები