30 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
ზამთრის კურორტები დამსვენებლებისგან დაიცლება - საკვები ობიექტიები კი დაიკეტება

"COVID 19"-მა ყველაზე დიდი დარტყმა ტურიზმს მიაყენა. გუდაურის შემთხვევამ დააჩქარა სამთო-სათხილმაურო კურორტების დაკეტვა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში სეზონი დროზე ადრე დასრულდა.

მთავრობას საკვები ობიექტების დახურვაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა საკოორდინაციო საბჭომ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა და პრევენციისთვის კაფე-ბარებისა და რესტორების მფლობელებისთვის კონკრეტული რეკომენდაცია გასცა. 

კაფე-ბარებისა და რესტორნების მფლობელები რეკომენდაციას ეთანმხებიან. უფრო მეტიც, ობიექტების ნაწილი, ამ დროისთვის, უკვე აღარ ფუნქციონირებს. ბიზნესზე ფინანსურ დარტყმას არ გამორიცხავენ, თუმცა, ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მათთვის ვირუსის გავრცელების თავიდან არიდება და რისკების მაქსიმლაურად შემცირება პრიორიტეტია. ობიექტების ნაწილი უსაფრთხოების მიზნით, მიტანის სერვისზეც უარს ამბობს, ნაწილი ამ მომსახურებაში იხეძჰუი ვერ ხედავს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენიციის მიზნით, ზამთრის კურორტებს სეზონის დარსულება დროზე ადრე მოუწიათ. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, შესაბამისი დავალებები გაცემული. აღსრულება ეტაპობრივად დაიწყება და ხვალ სამთო-სათხილამურო კურორტები დამსვენებლების გარეშე განაგრძობენ ცხოვრებას.

ზამთრის კურორტებზე ბიზნეს სექტორის წარმოამდგელებს მთავრობის გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებიათ. სასტუმროების, კაფე-ბარებისა და თხილამურების გაქირავების ობიექტების მფლობელები, ბოლო პერიოდში ტურისტების ნაკლებობასაც შეეჩვივნენ და იმ აზრსაც, რომ ფინანსურ ზიანი გარდაუვალია.

ბიზნეს წრეების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ზამთრის კურორტებზე სეზონის დროზე ადრე დასრულება მოულოდნელი და გულდასაწყვეტილი აღმოჩნდა ტურისტებისთვის.

როგორ აისახება რიცხვებში კორონას პრევენცია და რა გავლენას მოახდენს ვირუსი ქართულ ეკონომიკაზე მოგვიანებით გაირკვევა. თუმცა, ზუსტად ვიცით, რომ ხვალიდან ზამთრის კურორტები დამსვენებლებისგან დაიცლება. საკვები ობიექტიების საჯარო სივრცეები კი დაიკეტება.

დღის ამბები