30 ნოემბერი 2024,   03:56
ვრცლად
გრძელდება ინფლაცია და კრიზისი ფინანსურ ბაზარზე - აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე

კორონავირუსმა მსოფლიო ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზარალი უკვე მიაყენა. პანდემიამ ყველაზე მდიდარი 500 ადამიანის რეიტინგში შემავალი ბიზნესმენების ქონებაც შეამცირა.

მძიმე ეკონომიკური ფონის გამო, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ნულს მიუახლოვდა - ასეთია აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარის ჯერომი პაუელის განცხადება.

მისივე პროგნოზით, ვითარების მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი ეკონომიკის ყველა სექტორში.

"ჩვენ შევამცირეთ მონეტარულ პოლიტიკის განაკვეთი და თითქმის ნულს მივუახლოვეთ. გადაწყვეტილება არსებულ ეკონომიკური ვითარებას უკავშირდება.

ვირუსი მნიშვნელოვანი ეკონომიკური გამოწვევების წინაშე გვაყენებს, როგორც ყველა, ასევე ჩვენც ველოდებით ვითარების გაუარესებას. ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი ტურიზმში სერიოზული ვარდნა გვაქვს. ზიანი მიადგა ენერგეტიკის სფეროსაც.

გრძელდება ინფლაცია და კრიზისი ფინანსურ ბაზარზე. უახლოესი თვეების განმავლობაში სისტემა 500 მილიარდი დოლარით გაზრდის მის საკუთრებაში არსებულ შტატების სახელმწიფო ობლიგაციების პორტფელს. გადაწყვეტილება ძალაში იქნება მხოლოდ იქამდე, სანამ ეკონომიკა გაჯანსაღებას არ დაიწყებს,"- განაცხადა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარემ ჯერომი პაუელმა.

დღის ამბები