30 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
კორონავირუსის მქონე​ 27 პაციენტიდან 4 პაციენტი 14 წლამდე ასაკისაა - ახალი დეტალები ინფექციური საავადმყოფოდან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით 5 პირი, რომელთაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდათ ინფექციურ საავადმყოფოში გადიან მკურნალობას:

"მათი ზოგადი მდგომარეობა არაა მძიმე, განსხვავებული ასაკობრივი მონაცემებია. მხოლოდ 2 პაციენტთან არის ტემპერატურა 37.2, დანარჩენებთან ძალიან მინიმალური სიმპტომატიკითაა გამოვლენილი. დღეს დღეობით ჩვენს სტაციონარში მკურნალობს 27 დადასტურებული პირი,"- აღნიშნა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განცხადებით ხუთივე პირი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მათზე მეთვალყურეობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური ახორციელებდა:

"ეს ხუთივე პირი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. დაკვირვების ქვეშ იყვნენ, იმიტომ რომ კონტაქტში იყვნენ 4 წყაროდან ერთ-ერთ წყაროსთან. როდესაც გამოვლინდა კლინიკური ნიშანი ტემპერატურის სახით ამ 2 პირთან, ჩაითვალა საჭიროდ რომ გაკეთებულიყო ტესტირება. თვითიზოლაციაში მყოფ კონტაქტირებულ პირებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური მეთვალყურეობს, რა თქმა უნდა თვითონაც კონტაქტში არიან და მეთვალყურე ეპიდემიოლოგი ჰყავთ, რომელიც ყოველდღიურ კონტაქტშია ასეთ პაციენტებთან," - განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიამ არ დააკონკრეტა არიან თუ არა ინფექციურ საავადმყოფოში დღეს შესულ პაციენტებს შორის არასრულწლოვნები თუმცა განაცხადა,რომ კლინიკაში მყოფი 27 პაციენტიდან 4 პაციენტი არის 14 წლამდე ასაკის.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, ხვალ დილისთვის კიდევ 22 ანალიზის პასუხს ელოდებიან.

დღის ამბები