საჩხერის სასტუმროში კარანტინში მოთავსებული 41 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათზე 24 საათიანი ზედამხედველობა გრძელდება.
საჩხერის საავადმყოფოს მთავარი ექიმის თქმით, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არცერთ მათგანს აღენიშნება. ასევე, დამაკმაყოფილებელია საჩხერის სამედიცინო ცენტრში მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაც.
ისინი საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატებში რჩებიან, გამოჯანმრთელების დინამიკა კი დადებითია.
"საჩხერის სასტუმროში 41 ადამიანი გვყავს. ისინი აქ 2 კვირის განმავლობაში დარჩებიან. აქ ყოფნის პერიოდში მათ რაიმე სიმპტომი ან გართულება არ გამოვლენიათ. პაციენტები უზრუნველყოფილები არიან საკვებითა და ჰიგიენური ნივთებით," - აცხადებს საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, მიხეილ ქამუშაძე.