30 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
ტოჩინოშინმა იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე წლის მეორე სუპერტურნირზე მეორე ორთაბრძოლა მოიგო

32 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ - იგივე ტოჩინოშინმა, იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე წლის მეორე სუპერტურნირზე მეორე ორთაბრძოლა მოიგო.

ქართველი სეკიტორი, რომელიც დასავლეთის მე-9 მაეგაშირაა, მე-7 მაეგაშირა ტაკარაფუჯის შეხვდა და ეფექტური ილეთით დაამარცხა.

ტოჩინოშინმა დაძაბული ბრძოლა უვატენაგეთი მოიგო. ტოჩინოშინს ჰაცუ ბაშოზე უარყოფითი ბალანსი აქვს - 2 მოგება და 5 მარცხი. მისი მომდევნო მეტოქე მერვე საჭიდაო დღეს, ტამავაში იქნება.

დღის ამბები