ბილ გეითსმა "მაიკროსოფტის" სამეთვალყურეო საბჭო დატოვა. კომპანიის დამფუძნებელი აპირებს, რომ ფილანტროპულ აქტივობას უფრო მეტი დრო დაუთმოს.
როგორც გეითსი აცხადებს, ის გლობალურ ჯანდაცვაზე, განათლებასა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე გეგმავს კონცენტრირებას.
გეითსმა ასევე დატოვა უორენ ბაფეტის ჰოლდინგის მმართველთა საბჭოც. მილიარდერი "მაიკროსოფტის" ხელმძღვანელის პოსტიდან 2008 წელს გადადგა.