30 ნოემბერი 2024,   03:49
ვრცლად
მოსალოდნელი იყო, რომ გიორგი კოხრეიძე ამას გააკეთებდა - თეონა ბაკურიძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მთავარი გამოშვების წამყვანი, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს, სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს. თეონა ბაკურიძე ამბობს, რომ გიორგი კოხრეიძისგან აღნიშნული გადაწვეტილება მოსალოდნელი იყო. ჟურნალისტი მიზეზებს აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ ეს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას ნიშნავს. 

"მოსალოდნელი იყო, რომ გიორგი კოხრეიძე ამას გააკეთებდა. ეს ცხადი იყო მისი არჩევის დროსაც, მაშინაც როდესაც პირველი ინტერვიუ მოგვცა და არც დაუმალავს რა არ მოსწონს და როგორი უნდა რომ იყოს ინტერვიუ ან ტელევიზია. ის ცდილობს ცენზურის დაწესებას. ეს არის უკვე ცენზურა და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა, როდესაც რედაქციიდან გაჰყავს ის ადამიანები, რომლებიც სარედაქციო პოლიტიკის შექმნაში მონაწილეობენ. მე რა თქმა უნდა, გავაგრძელებ სამართლებრივ ბრძოლას,“ - განაცხადა თეონა ბაკურიძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მთავარი გამოშვების წამყვანი, თეონა ბაკურიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ბაკურიძეს დღეს აცნობეს. არხის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის ბრძანებაში, გათავისუფლების მიზეზად დაუმორჩილებლობა და საინფორმაციო სამსახურის უფროსზე ფსიქოლოგიური ზეწოლა სახელდება. 

 

 

დღის ამბები