30 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
COVID-19 და ოკუპირებული ტერიტორიები - რა მდგომარეობაა ოკუპირებულ აფხაზეთში, უცნობია

ენგურის ხიდზე გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდულია. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დანარჩენი საქართველოდან უკანასკნელ გზავნილებს აგზავნიან. ძირითადად, პროდუქტებს და მედიკამენტებს, რისი ნაკლებობაც ოკუპირებულ აფხაზეთში განსაკუთრებით იგრძნობა. 

კონკრეტულად რა მდგომარეობაა ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის გავრცელების მხრივ, უცნობია. ცნობილია დე-ფაქტო მთავრობის წევრთა უკანასკნელი განცხადებები.

ვის საჭიროებებზე იქნება გათვლილი დისპანსერი და სპეცაღჭურვილობა - საოკუპაციო ძალების თუ მოსახლეობის, ჯერჯერობით, ბუნდოვანია. ისევე, როგორც თავად კრემლის სურვილი დაეხმაროს ოკუპირებულ აფხაზეთს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ენგურის ხიდის ჩაკეტვით დე-ფაქტო ხელისუფლებას განაჩენი გამოაქვს იმ ადამიანებისთვის, ვინც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო სერვისის მისაღებად გადმოდის.

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კი, რომელიც თითქმის 1 თვეა იზოლაციაშია, კარანტინში უკვე 5 ადამიანი გადაიყვანეს. 

რა გზებს მიმართავენ მდგომარეობის გართულების შემთხვევაში - ამაზე ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლები არ საუბრობენ. ისევე, როგორც პროდუქტების და წამლების მწვავე დეფიციტზე.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულია ქეთევან ციხელაშვილი. სახელმწიფო მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მოსახლეობის დახმარების გზებზე მუშაობს.

თვითიზოლაციას ე.წ სამხრეთ ოსეთი უკვე ერთი თვეა მიმართავს. ენგურის ხიდს ხვალ, სავარაუდოდ 7 აპრილამდე ჩაკეტავენ.

ავტორი: დავით ცაგარელი 

დღის ამბები