ბრაზილიის პრეზიდენტის შვილი ედუარდო ბოლსონარო ამბობს, რომ მამის კორონავირუსით ინფიცირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
ჟაირ ბოლსონაროს ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია დღეს ბრაზილიურმა მედიამ გაავრცელა, რაც მისმა შვილმა Fox News-თან დაადასტურა და აღნიშნა, რომ კვლევები გრძელდება და ანალიზების შედეგები დღის განმავლობაში გახდებოდა ცნობილი.
თუმცა მოგვიანებით, ედოარდო ბოლსონარომ გადაცემაში America"s Newsroom უარყო ინფორმაცია, რომ ბრაზილიის პრეზიდენტი კორონავირუსით არის ინფიცირებული.
"ახლა რა ინფორმაციაც მაქვს, კორონავირუსის ანალიზი უარყოფითია. პირველმა კვლევამ დადებითი აჩვენა. ახლა ყველაფერი კარგად არის," - აღნიშნა ედოარდომ.
ჟაირ ბოლსონარო რამდენიმე დღის წინ ვიზიტად აშშ-ში იმყოფებოდა, სადაც დონალდ ტრამპს შეხვდა. შეხვედრაზე იმყოფებოდა მისი თანაშემწეც, რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდგინდა.