ბესიკ თამლიანი პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რაც აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას გულისხმობდა.
გადაწყვეტილებას თავად ბრალდებული და მისი ოჯახის წევრები პროტესტით შეხვდნენ. ისინი ამბობენ, რომ პროცესი მთლიანად პოლიტიზირებულია.
ბესიკ თამლიანის დედა აცხადებს, რომ მისი შვილის თავისუფლებისთვის ბრძოლას განაგრძობს.
"პილიტიკური დაკვეთა იყო, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებ. ჩემი შვილი იქიდან გამოვა. სიკვდილით ხომ არ სჯიან არაა, გარედან ვიბრძოლებ,"- განაცხადა რუსუდან თამლიანმა.
ადვოკატი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობდა თამლიანის პატიმრობაში დასატოვებლად.
"საკმაოდ კარგად დავასაბუთეთ, რომ მისი მიმალვის საფრთხე არ იყო. შევთავაზეთ ელექტრონული სამაჯურის გაკეთებაც, მაგრამ ვერაფერი ვქენით. არანაირი წინაპირობა მისი პატიმრობის გაგრძელების არ არსებობს,"- განაცხადა ადვოკატმა.
პროკურორი ვაჟა თოდუა კი აცხადებს, რომ ყველა მათგანის მიმართ არის გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი.
"ბესიკს და მის დედას ორჯერ შეეთავაზათ შეთანხმების გაფორმება, რაც გამოიწვევდა მის გათავისუფლებას, თუმცა მან უარი განაცხადა და მოითხოვა საქმის არსებითი განხილვა. ყველა მათგანის მიმართ ვინც დააკავეს არის გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი,"- განაცხადა პროკურორმა.