30 ნოემბერი 2024,   03:36
ვრცლად
სასამართლოში საქმეები ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილება, მასში მონაწილეობა კი დისტანციურად იქნება შესაძლებელი

გამოცხადებულ პანდემიასთან დაკავშირებით შეზღუდვების ამოქმედებაზე იმსჯელა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ.

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად გამოქვეყნდა რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც სასამართლოში საქმეები ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილება, განხილვაში მონაწილეობა დისტანციურად იქნება შესაძლებელი. იზღუდება, ასევე, მედიის წარმომადგენლების რაოდენობაც. პროცესზე მისულ მოქალაქეებს კი ადგილზე ტემპერატურას გაუზომავენ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოქალაქეებს პროცესებზე დასწრებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

დღის ამბები