30 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
მგზავრთა სიმცირის გამო რუსთავში "ალდაგის" სამარშრუტო ხაზმა მუშაობა შეაჩერა

რუსთავში "ალდაგის" სამარშუტო ხაზმა მუშაობა შეაჩერა.

მგზავრების სიმცირის გამო მძღოლები გეგმიური გადასახადის 70 ლარიდან 50 ლარამდე შემცირებას ითხოვენ, რასაც კომპანია არ თანხმდება.

მხარეები მოლაპარაკებისთვის მზად არიან, თუმცა ამ დროისთვის უცნობია, როდის შეძლებს "ალდაგის"სამარშუტო ხაზი რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მგზავრების გადაყვანას.

მძღოლების თქმით, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლებელია გეგმის გადასახადის სრულად დაფარვა, ვინაიდან იგრძნობა მგზავრთა ნაკადის კლება. 

"ვითხოვეთ გეგმის გადასახადის 20 ლარით შემცირება, რაზეც მივიღეთ უარი. გვირჩევნია გავაჩეროთ ხაზი და შევწყვიტოთ მუშაობა,"- აღნიშნავს ერთ-ერთი მძღოლი, მერაბ შარიქაძე

"მგზავრთა სიმცირის გამო, მძღოლები ისედაც შემცირებულ გადასახადს იხდიან. კომპანია ამ ეტაპზე სხვა დათმობაზე ვერ წავა, თუმცა ვაცხადებთ, რომ ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის,"- განაცხადა კომპანია "ინტერტრანსის" საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სოფო ცერცვაძემ.

"ჩვენ გვაქვს ინფორმცია, რომ კომპანიასა და მძღოლებს შორის გეგმასთან დაკავშირებით არის გარკვეული უთანხმოება,  ჩვენ მოვუწოდებთ კომპანიას და მძღოლებს მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არ დააზარალებს ქალაქს და მოემსახურება მგზავრებს,"- განაცხადა ტრანსპორტის მართვისა და კონტროლის განყოფილების სამსახურის უფროსმა, დავით გიორგაძემ.

დღის ამბები